უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო ავრცელებს. გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, მხოლოდ ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1029-მ კი დაზიანება მიიღო.

„დაწყებული 24 თებერვლიდან 4 ივლისის მდგომარეობით ჩვენ დავადასტურეთ 4889 გარდაცვალების და 6263 დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებში. რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად მეტია“,- ნათქვამია გაეროს განცხადებაში.