“არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ, უკრაინა იქცა თავშესაფრად კრიმინალების. 

ასევე, ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე, შესაბამისად, ესეც აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს”,

აცხადებს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.