უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას აუცილებლად შეძლებს – ჯონსონი ზელენსკის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტს  ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინელები ოკუპანტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ჯონსონმა ასევე ზელენსკის სამხედრო აღჭურვილობის შესახებ აცნობა, რომ ტექნიკა უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა.