უკრაინელებმა ბერდიანსკის მიმართულებით 1 300 მეტრით წაიწიეს წინ – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით. უკრაინას ბერდიანსკის მიმართულებით 1 300 მეტრით, ხოლო კლეშეევკას მიმართულებით 1200 მეტრით წაიწიეს წინ.

“ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებით. ჩვენები მძიმე ბრძოლაში მტერს ხელიდან გლეჯენ მიწის თითოეულ მეტრს. აქვთ წარმატებები” – ამბობს მალიარი.

მალიარის თქმით, აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ამ სექტორში ოპერატიული ინიციატივა აიღეს.

“მტერი ცდილობს პოზიციების დაკავებას, ახორციელებს კონტრშეტევებს, მაგრამ მიღებული დანაკარგების შემდეგ თანდათან უკან იხევს”. – აღნიშნავს მალიარი.