უკრაინელებმა ხერსონში 8 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს

შაბათს, 23 აპრილს წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში 8 დასახლებულ პუნტზე აღადგინეს კონტრლი. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობის პრესცენტრი ავრცელებს.

წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად რუსული მხარის დანაკარგებმა 74 სამხედრო და 13 ერთეული სპეცტექნიკა შეადგინა.

უწყების ინფორმაციით გასული დღის განმავლობაში რუსეთმა შეტევითი ოპერაცია და შტურმი  განახორციელეს ალექსანდროვსკის, ტავრიისკის და ნიკოლაევკის რაიონებში, თუმცა წარმატება არ ქონიათ. უკრაინულმა არმიამ ოკუპანტების ყველა შეტევა არტილერიით მოიგერია.

სამხრეთის სარდლობა ამტკიცებს, რომ შაბათს ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლებისას რუსეთის დანაკარგები ასეთი იყო:

  • ორი ტანკი
  • ზალპური ცეცხლის სისტემა
  • ექვსი ერთეული ბრონირებული და საინჟინრო ტექნიკა
  • 4 უპილოტო მზვერავი აპარატი.

უკრაინის სამხედრო მეთაურობის მონაცემებით რუსეთის არმია სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას კისელევკის რაიონში უყრიდა თავს და სამომავლოდ მის გამოყენებას გეგმავდა პოსად–პოკროვსკოეზე შეტევისთვის. უკრაინულმა არმიამ მტრის პოზიციებზე შეტევა მიიტანა, რის შემდეგაც სერიოზული დანაკარგების გამო რუსი სამხედროები იძულებული გახდნენ ჩერნობაევკის მიმართულებით უკან დაეხიათ.