უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია – სალომე ზურაბშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ზურაბიშვილმა ზელენსკის საქართველოს სახელით სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

”ვესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის და გავიმეორე, რომ საქართველოს სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის ხალხს. ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდით ”- განაცხადა ზურაბიშვილმა.