“ცხოვრებამ ბევრჯერ ამიყვანა მაღლა და შემდეგ დამანარცხა, მაგრამ ასეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გავხდი. არადა ბილეთი რომ გადმომცეს, იმ ქალბატონივით გავიფიქრე, CV-ში ამას რომ ჩავწერ, საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები-მეთქი”

წერს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე. ის უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის.