უნდა დავუშავთ საქართველოში, რომ ვაქცინა კერძო სექტორმა შემოიტანოს – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საქართველოში დასაშვები უნდა იყოს, ვაქცინები კერძო სექტორმაც შემოიტანოს და ვისაც შესაძლებლობა ექნება, რიგის გარეშე აიცრას.

“ჩვენ გვაქვს ისეთი მაღალი ხარისხის ვაქცინები, რაც ახლა რეალურად ჩანს იმიტომ, რომ 100 მილიონი დოზაა უკვე გაკეთებული და რეალურად სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ჩვენს ქვეყანას ალბათ უნდა ჰქონდეს აქცენტი ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები აცრას სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებით, მაგრამ უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ კერძო სექტორმა შემოიტანოს და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ასე ვთქვათ თუნდაც რიგის გარეშე გაიკეთოს, ამაში ცუდს და ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ. სანამ იქნება პანდემია მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ თავისუფალ ცხოვრებას მივყოთ ხელი,” – განაცხადა კულუმბეგოვმა რუსთავი 2–ის ეთერში.

საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე შემოვა და ის მხოლოდ მედპერსონალის 31.5%–თვის იქნება საკმარისი.