ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს.აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით,  ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ NATO-ს შეხვედრებში და ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა დაზვერვაზე, მაგრამ რატიფიკაციამდე, ქვეყნები არ იქნებიან დაცულნი ნატოს თავდაცვის მუხლით, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე.

  • “ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით, კიდევ უფრო ძლიერები.” – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა