“ფორმულას” ინფორმაციით, მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ  ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მშვილდაძეს თავს გუშინ ქუჩაში უცნობი პირი დაესხა თავს  და ფიზიკურად გაუსწორდა.