“ქართული ოცნება” ევროპელი სოციალისტებიდან გარიცხეს

”ქართული ოცნება” ევროპელი სოციალისტების პარტიიდან [PES] გარიცხეს.

PES-ის თავმჯდომარეების შეხვედრა დღეს, 29 ივნისს გაიმართა.

ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ ”ოცნების” წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებების მიღმაა და საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირ ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა გადაწყვიტა.

  • “შესაბამისად, PES-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები პარტიას PES-ის ღირებულებებისგან ძალიან შორს აყენებს. ამ გადაწყვეტილების ფონზე, PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს” – წერია პარტიის განცხადებაში.