”ქართული ოცნება” რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

”ქართული ოცნება” რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს – მამუკა მდინარაძემ ამასთან დაკავშირებით წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და  აცნობა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, ისინი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ამ სხომის მიზანი პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟია.

  • “ფრაქცია “ქართული ოცნება” იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს”, – თქვა გივი მიქანაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა წესით ხვალ, 19 ივლისს უნდა ჩატარდეს.