„ქართული ოცნება“ 20 ივნისს არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ 20 ივნისს არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე უარყოფს, რომ 20 ივნისს კონტრაქციისთვის მომზადება მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, რომ არანაირ კონტრაქციას „ქართული ოცნება“ არ გეგმავს. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.