ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 3 დაშავდა

ქედის რაიონის სოფელ მეძინბაში ავტომობილი ხევში გადავარდა, ასაც ერთი ადამიანის, 56 წლის ქალის გარდაცვალება მოჰყვა. დაშავდა სამი ადამიანი აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი შედარებით მსუბუქი. ისინი ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის არის არასრულწლოვანი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. მათი დახმარებით მოხერხდა დაშავებულების ხევიდან ამოყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.