ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი – ხუხაშვილი

“ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი” – ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

”ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი. დიახ მაჩუქა და ამისთვის მადლობელი ვარ. მიუხედავად ამისა, მისი ვალი არ მაქვს. თუმცა, თქვენ ვერასდროს გაიგებთ და მიხვდებით, თუ რატომ.
დაწყნარდით, თქვენ ბინის ჩუქება ნამდვილად არ გემუქრებათ, ხელებთან ერთად სხვა ადგილებიც რომ დაუკოცნოთ…” – წერს გია ხუხაშვილი.