“აქამდეც ყოფილან პრემიერები, რომლებიც თავს იწონებდნენ ეკონომიკური ზრდით, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს გამორჩეული ციფრები უშუალოდ ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა. მან თქვა, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს უნდა იგრძნოს ჩვენმა მოსახლეობამ.

ხარვეზები და შეცდომები, რა თქმა უნდა, გვაქვს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პრობლემების მოგვარება ისევ და ისევ ამ გუნდს ძალუძს. ერთად დგომით, ჩვენი კომპეტენციით, გუნდურობით, გამოცდილებით და შრომისმოყვარეობით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა პრობლემა გადავლახოთ”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრემიერ ღარიბაშვილზე.