“ყველაზე მეამბოხე ქართველები” – ალეკო ელისაშვილი გურულებზე

ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა პარტია მოქალაქეებმა გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი, ოთარ ქერქაძე დაასახელა. ის ელისაშვილმა მხარდამჭერებს ქერქაძე წარუდგინა.

ალეკო ელისაშვილმა გურულებს “ყველაზე მეამბოხე ქართველები” უწოდა და თქვა, რომ 31 ოქტომბერს გურიაში “ნამდვილი საარჩევნო ამბოხი” მოხდება.

“გურიას სჭირდება მაჟორიტარად ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემებით ცხოვრობს და მზად იქნება მოაგვაროს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ გურულები აირჩევენ სწორედ ჩვენს კანდიდატს, პროფესიონალს, პრინციპულს, წესიერ ადამიანს ოთარ ქერქაძეს და არ აირჩევენ იმ არხეინ, ცხოვრებით კმაყოფილ ადამიანს. მე მჯერა გურულების მეამბოხეობის და მჯერა, რომ 31 ოქტომბერს გურია ამბოხებული იქნება და აჩვენებს მაგალითს მთელ საქართველოს საარჩევნო ამბებით და ქართულ ოცნებაზე უარის თქმით”,- თქვა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას” ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის ოლქში ვასილ ჩიგოგიძე ჰყავს წარდგენილი, ​”ძალა ერთობაშიას” მანუჩარ კვირკველია, ხოლო “ევროპულ საქართველოს” – ხათუნა გოგორიშვილი.