”რაც შეეხება ზურა ჭიაბერაშვილს, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მსურველს, მითუმეტეს ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც არის ბატონი ჭიაბერაშვილი, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ან ჰქონდეს პრეტენზია, რომ საკუთარი კანდიდატი დაარეგისტრიროს, აქ არაფერი ჩემთვის გასაკვირი არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ, ზეგ დამატებითი ადამიანები გამოჩნდნენ. საზოგადოება ბევრ რამეს ხედავს, ბევრ რამეს კიდევ დაინახავს. მე თუ გინდათ გიპასუხოთ, რომ ზურა ჭიაბერაშვილი არის ვინმეს პროექტი ან ვინმეს დავალება, ასეთ პასუხს მე ამ კითხვაზე თქვენ არ გაგცემთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პროცესში, დაარწმუნოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრები იმაში, რომ ისინი დარეგისტრირდნენ კანდიდატებად და ამის შემდეგ, კი ბატონო, უნდა გაიმართოს დემოკრატიული პაექრობა.”

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.