“უკრაინის პატივცემულო მოქალაქეებო, დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ინფრასტრუქტურას და მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმის აფეთქების ხმა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებთ. წუთის წინ ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. აშშ უკვე დაიწყეს საერთაშორისო მხარდაჭერის მომზადება.

დღეს თქვენგან, თითოეული თქვენგანისგან სიმშვიდეა საჭირო. თუ შესაძლებელია, გთხოვთ დარჩით სახლში. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მთელი სექტორი მუშაობს. მე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ყოველთვის ვიქნებით თქვენთან კავშირში. მალე ისევ გამოვალ კავშირზე. პანიკის გარეშე.

ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან უკრაინელები ვართ. დიდება უკრაინას!”

მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ.