ყოველდღე 510-530 რუსი იღუპება, გასამმაგებისთვის ჭურვები გვჭირდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხალო პოდოლიაკის განცხადებით, რუსული არმია ყოველდღიურად კარგავს 510-530 ადამიანს. მისი თქმით, შეუძლიათ დანაკარგების გასამმაგება, თუ დასავლეთი მათ საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის.

“ყოველდღიურად 510-530 რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეს მიუთითებს ბრძოლის უკიდურესად მაღალ ინტენსივობაზე და უკრაინელი სამხედროების მოტივაციაზე. რუსეთის ფედერაციისთვის შეუქცევადი დანაკარგების რაოდენობის გაორმაგებისთვის/გასამმაგებისთვის ჩვენ გვჭირდება, მკვეთრად გაიზარდოს ჭურვების მოწოდება მძიმე და შორი დისტანციის საარტილერიო სისტემებისთვის”,– წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.