“გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია მაგრამ, ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ მუდმივად ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას… საჭიროა იმგვარი ინიციატივების შემოტანა პარლამენტში, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც პრობლემურია საქართველოს მოქალაქეებისთვის”,

აცხადებს, ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა.

მამუკა მდინარაძემ 29 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.