შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების და მოწევის აკრძალვის წესებს – უკრაინა ყირიმში აფეთქებაზე

“შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების და მოწევის აკრძალვის წესებს”- უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთს ”სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და მოწევის აკრძალვის შესახებ აფრთხილებს”.

  • “უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენებს სახანძრო უსაფრთხოებისა და სახიფათო ადგილებში მოწევის აკრძალვის წესებს.  აღნიშნული შემთხვევა ტერორისტულმა ქვეყანამ შესაძლოა საინფორმაციო ომში გამოიყენოს. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა “შემთხვევით” რაიმე დამახასიათებელი “შევრონი”, “სავიზიტო ბარათი” ან თუნდაც “დნმ” აღმოაჩინონ. ბამბის ტანსაცმელი ძალიან ჰიგიენურია. იყავით მშვიდად და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!” – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს,  რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

  • აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

  • ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.”