შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც მომავალი გვაერთიანებს – მელია და გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან – ამის შესახებ მათ 11 მარტს შემაჯამებელი შეხვედრა და ერთიანი ბრიფინგი გამართეს.

პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი ერქმევა და საარჩევნო ნომერი – 4 იქნება

”შედგა ერთობა, შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც, პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი. მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება.

  • რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის ტყუილის შესაძლებლობას არ მომცემს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი – ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრობისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა. ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით.”- განაცხადა  ნიკა მელიამ. 

 

  • “ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდავობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ვიცით ასევე, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით”. – თქვა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანების წარდგენისას.