შეიქმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება – ხაზარაძე აქონდროპლაზიაზე

“შეიქმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მთავრობამ სპეციალური ფონდი შექმნას, სადაც სახელმწიფო, ბიზნესები და მოქალაქეები ერთობლივ ფინანსურ წვლილს შეიტანენ. ხაზარაძის განცხადებით, მისი პირველადი შენატანი 100 000 ლარი იქნება.

“მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში. არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება”, – აცხადებს ხაზარაძე.