შემოიყვანეს ორი ორსული, ერთს COVID-19 დაუდასტურდა, მეორის ტესტის პასუხს ველოდებით – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, გუშინ კლინიკაში 2 ორსული პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

,,გუშინ გადმოიყვანეს 2 ორსული ქალი. საეჭვო შემთხვევაა. ერთთან დადასტურდა და მეორესთან ველოდებით პასუხს. აღებულია ნაცხი… რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ჩატარებული კლინიკური კვლევებით 3-თან არის გამოვლენილი უარყოფითი დინამიკა, დანარჩენები უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ასევე გადმოყვანილია ახალშობილი, საეჭვო შემთხვევა. ველოდებით ტესტის პასუხებს.

გუშინ ასევე ახალშობილთა ტესტირების შედეგად 7 მათგანთან ჩატარდა PCR ტესტი. არცერთთან კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დასტურდება“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, კლინიკის მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ,,შეესაბამება სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებს”.

დღეს დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 489-მდე გაიზარდა. გამოჯანრთელებულია 215 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 8.