“შენ თვითონ გაზრდი და მოუარე მოგ****თ პატრონი ორივეს” – ბასილაშვილი შვილს და ყოფილ ცოლს უჩივის

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი  საკუთარ შვილს და ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს უჩივის – ამის შესახებ ინფორმაციას, TV პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდი ავრცელებს.

TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნატა ქაჯაიამ ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტები რომლითაც დგინდება, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილი,  თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს,  რომლის მიხედვითაც სპორტსმენმა ერთადერთ შვილს, ალიმენტი თვეში 3600 ლარი უნდა გადაუხადოს.

ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლემ, საქართველოს პირველ ჩოგანს დააკისრა – გასული 18 თვის განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, შვილს ორი ათასი ლარი  გადაუხადოს. ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან 3600 $, მაგრამ ცნობილი ჩოგბურთელი მოსამართლეს არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ირწმუნება, რომ პირველი ალიმენტს არ იხდის. ამბობს, რომ თანხა, 600 ლარი მხოლოდ ერთხელ გადაიხადა.

“შაბათის ეთერის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რამდენიმე თვიანი განხილვების პროცესში მოსამართლეს ბასილაშვილი და მისი ადვოკატები უმტკიცებენ, რომ დედას აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა არჩინოს შვილი, მაგრამ ბასილაშვილს არა.

ბასილაშვილის მოგებამ 2021 წელს მილიონ ხუთასი ათასი დოლარი შეადგინა. 2020-ში ნახევარი მილიონი. 2019 წელს მილიონ  ხუთასი ათასზე მეტი დოლარი.

“შაბათის ეთერი” ბასილაშვილთან კავშირზე გავიდა, თუმცა როგორც კი ინტერვიუს თემა გაიგო, ჩოგბურთელმა ჟურნალისტთან კომუნიკაცია გაწყვიტა. ბასილაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ  ნიკა შვილზე პირველივე დღიდან ზრუნავს.

ბასილაშვილი – დოროყაშვილის საქმეზე სამოქალაქო დავა საქალაქო სასამართლომ 2021 წლის მაისში დაიწყო. პროცესების მიმდინარეობის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი ყოფილი მეუღლის ანგარიშზე ბავშვისთვის სიმბოლური თანხა 600-600 ლარი ჩარიცხა, თანხა ჩოგბურთელმა თავად განსაზღვრა. სავარაუდოდ, ამ თანხას გულისხმობს ჩოგბურთელის დედა, როცა აცხადებს, რომ მისი შვილი ვაჟს ალიმენტს უხდის. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუა “შაბათის ეთერთან” ამბობს,  რომ მას გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და კონკრეტულ ციფრებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.

ნეკა დოროყაშვილის და მისი შვილის ბასილაშვილის ინტერესებს სასამართლოში ამ სამოქალაქო დავაზე ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი ია მარიამიძე იცავს.  მარიამიძეს შემდეგი სასამართლო პროცესი 8 თებერვალს აქვს. ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნდა დაამტკიცოს რატომ წაართვა ნაჩუქარი ბინა შვილს.

დოკუმენტებში ჩანს, რომ 2020 წელს  4 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლი არასრულწლოვან შვილს აჩუქა. ჩუქების ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მისი გასხვისების უფლება არცერთ მშობელს არ ჰქონდა. ბინას ოჯახი გააქირავებდა, თანხას კი ბავშვის ანაბარზე შეუგროვებდნენ. მაგრამ მოულოდნელად, საჯარო რეესტრის სააგენტოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმომადგენელი – დედა მივიდა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. დოკუმენტი 21 თებერვლით თარიღდება. ახლა ამ სახლის მფლობელი ბასილაშვილები არიან.