”შესანიშნავი მამულიშვილი” – ქუთაისის ოპერა თეა წულუკიანს დაბადების დღეს ულოცავს

“ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას” – ქუთაისის ოპერის სახლი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.

”დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს – ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა. ” – წერია ქუთაისის ოპერის Facebook პოსტში.