შეტყობინების შემდეგ, პეტერბურგში სავაჭრო ცენტრის, მოსკოვში კი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა

სახელისუფლებო მედია რიანოვოსტი წერს, რომ  მოსკოვში, პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრიდან პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაცია მოხდა.

როგორც ცობილია  ადმინისტრაციამ მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შენობაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.ადგილზე კინოლოგები მუშაობენ, ხოლო შენობაში მყოფი მოქალაქეები უსაფრთხო დისტანციაზე გაიყვანეს. სულ ცენტრიდან დაახლოებით 700 ადამიანი გამოიყვანეს.

ამასთანავე,  სანქტ-პეტერბურგში ევაკუაცია ჩატარდა სავაჭრო ცენტრ პასაჟშიც.

სავაჭრო ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ მიიღეს ზარი, რომელშიც უთხრეს, რომ შენობაში ბომბი იყო.

შენობასთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მივიდა.

ინფორმაცია, იპოვეს თუ არა ასაფეთქებლები ერთ, ან მეორე შენობაში ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.