შიმშილობის მე-14 დღე – ელენე ხოშტარიასთან “ქართული ოცნების” დეპუტატები მივიდნენ

პარტია “დროას” ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან, რომელიც პარალამენტის შენობაში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, ქართული ოცნების დეპუტატები ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მივიდნენ.

ელენე ხოშტარიასთან ასევე იმყოფებიან ექიმებიც, რომლებმაც მოშიმშილე დეპუტატს გადასხმა გაუკეთეს.