პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თავის თანაპარტიელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის “კეთებას” აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ ფეისბუქ ჯგუფ “გირჩის ბაბლში” დაპოსტა.
ინფორმაციას ადასტურებს პარტიის პრესსამსახური, თუმცა ვერ ადასტურებენ, ვინ დატოვებს პარტიას, ზურაბ ჯაფარიძე თუ სხვები.
“სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა”,– წერს ჯაფარიძე.