უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანეს, რომელზეც არ არის გარკვეული ჯერ, ,,დაარღვია რამე თუ არ დაარღვია”.
მისი თქმით, ყანდიაშვილი მათი მხარდამჭერია, რომელმაც შეიძლება გადააჭარბა რეგულაციების, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფეისბუქმა ნაციონალური მოძრაობის მართული ანგარიშები წაშალა.
,,ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც კიდევ არ ვიცით დაარღვია თუ არ დაარღვია, მაგრამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერს, ფეისბუქი თავად იძლევა შესაძლებლობას შექმნა პლატფორმები, მოიზიდო ხალხი, შექმნა ჯგუფები, თუმცა შეიძლება, რომ დაარღვიო და გადასცდე რეგულაციებს.
ტრაგედია ისაა, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიჩნევს კანდიდატად თავს ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლოაბაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა, აი, ამ ფეისბუქის თუ სხვა მორალურ-ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში”, — თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყანდიაშვილს ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.
მდინარაძის მისმა ორმა ყოფილმა თანაგუნდელმა, თამარ ჩუგოშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა უპასუხეს, რომ ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდნენ.
ცნობისთვის, Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.