“ციხეში მოხვედრილი კაცის ციხიდან გამოყვანის დღის წესრიგის შექმნა, კალენდრის დაწერა შეუძლებელია, ხალხნო. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ვიხილოთ ერთ თვეში გარეთ, შეიძლება მოგვიანებით ვიხილოთ – შეუძლებელია…

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი. ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილია ჯერ კიდევ მართვის სადავეებთან, არის ძალზე ძალზე რთული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ციხეში, ტყვეობაში, ისე რომ ჯერ კიდევ ბოლო დღეებს ან თვეებს ითვლიდეს ივანიშვილი, ამის შესაძლებლობაც არის, ამიტომ ვნახოთ. ოჯახის წევრებს შორის საუბარი იმაზე, ასეთი ადამიანის მხარდაჭერის არ მჯერა.. ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვის უფრო უნდა საკუთარი მეგობრის, თანამებრძოლის ციხიდან დახსნა? ამაზე ვინმე სერიოზულად უნდა მელაპარაკოს და მეც სერიოზულად უნდა გავცე პასუხი?

ვერ იქნება მზა რეცეპტი, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. გამოსავალია ბევრი ახალი ადამიანის მოზიდვა, ბევრი ახალგაზრდა, პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სწორი მომენტის დანახვა, სტრატეგიული თმენა”

განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე მთავარი არხის ეთერში.