ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ოსნაბრუკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა ექიმებთან ერთად მისი თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ,  ანა ჯაბაურმა „იმედის კვირასთან“ საუბარისას განაცხადა.

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, – ამბობს ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან თავის არეში დაჭრეს.