წააგეს არჩევნები, მათი ლიდერი ციხეშია და აცხადებენ, რომ არჩევნები მოიგეს, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია? – ღარიბაშვილი

წააგეს არჩევნები, მათი ლიდერი ციხეშია და აცხადებენ, რომ არჩევნები მოიგეს, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

„წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან – წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტია? მთავარი კრიმინალი გვიზის ციხეში ბატონი სააკაშვილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.