“ვულოცავ გია ხარჩილავას და ყველა წალენჯიხელს ამ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში, დიდი ცვლილებები, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ, კვლავ წალენჯიხიდან იწყება. იქ, სადაც ცვლილებების არ ეშინიათ, წარმატება და განვითარება გარდაუვალია.

სხვადასხვა მსხივლი ბიზნესკომპანიის წარმომადგენლების განცხადებები წალენჯიხაში ინვესტიციებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ მუნიციპალიტეტში სულ სხვა სიცოცხლე იწყება, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ შესაძლებლობას ძალიან გაზრდის, რაც, ცალსახად, აქ მაცხოვრებელი ადამიანების კეთილდღეობაზე აისახება…

მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმს წაართვა ეს შესაძლებლობა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.
გია ხარჩილავა, გვიგულე თქვენს გვერდით”

წერს ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გიორგი კირთაძე.