“მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა, ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რათა ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. მე, როგორც პრემიერმინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხის მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. მე მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის ოპოზიციონერ მერზე, გია ხარჩილავაზე.