“ჩვენ გამჭვირვალედ ვიქცევით. არ არსებობს ფაქტი, რომ სანქციების გვერდით ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ ეჭვების დონეზე ვერ შემოვიფარგლებით, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დამაზიანებელი იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქესთან – გლეხზე, რომელიც შრომობს, ქმნის პროდუქტს იმისთვის, რომ შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. რატომ უნდა შევუშალოთ მას ხელი, მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე, თუ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს, გააძლიერებს ბიზნესს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტიათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან”

აცხადებს თბილისის მერის კახა კალაძე.