წვიმა, სეტყვა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს” – წერია სააგენტოს გაფრთხილებაში.