“მე, როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს ისე რჩევას მივცემდი, რომ არცერთ მოსამართლეს არა აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა”.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა იმ მოსამართლეებს, რომლებიც არ იზიარებენ ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს შეფასებას.