“არესტოვიჩი ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი უკრაინის სპექტრში, ღმერთმა ნუ ქნას და, საქართველოში რომ იმგვარი ვითარება იყოს, როგორც უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებდა უცხოეთის ქვეყნების მიმართ იმ იმედით, რომ ვთქვათ, სადღაც მეორე, მესამე, მეოთხე ფრონტი გახსნილიყო.

ჩვენი პოზიცია იყო და არის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას და მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში.

ასე რომ, არ გავაკეთებდი მე კომენტარს არესტოვიჩზე და მის გამონათქვამებზე, ვფიქრობ, ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანების მოწოდებებია. ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ გარკვეულწილად ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ცოტა ამით შვება მიადგეს”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილმა TV იმედის ეთერში.