ხვალ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

“ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობას,”- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.