ხვალ საქართველოს შარლ მიშელი ეწვევა

ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს თქვა.

“მაქვს პატივი გითხრათ, რომ ხვალ საქართველოს ვეწვევი იმისთვის, რომ შეგხვდეთ ყველას, გამოვხატო კმაყოფილება და განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად”- თქვა შარლ მიშელმა.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს.