ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ვირუსის მეორე, მესამე ტალღა შემოდგომაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ იციან, იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღა შემოდგომით, რადგან მეცნიერებამ ვირუსი კარგად ჯერ ვერ შეისწავლა.

,,ჩვენი სლოგანი, რომ „ყველამ ერთად ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად“ დიდხანს დარჩება, რადგან მოხდა ეს მუტაცია, ახალი ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება, რომელმაც დღეის მონაცემებით, 5 ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ამ ინფექციის მეორე, მესამე ტალღა შემოდგომაზე, ანუ ვირუსის ქცევა ჯერ მეცნიერებამ კარგად არ იცის. ამიტომ, მზადყოფნა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, პანდემიამ მსოფლიოს ასწავლა მთელ ჭკუა, რომ მზადყოფნა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე ძლიერები არიან, პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა.