“ახლა ჯვრის მონასტერში ვიმყოფებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და თეა წულუკიანის ხელში, ასევე, ფაქტობრივად, ინგრევა. ჯვრის მონასტერში ქვები ცვივა, წყალი ჩამოდის, არის ვანდალიზმის ფაქტები და მონასტერზე რუსული წარწერებია გაჩენილი. აქ უკიდურესად მძიმე რეალობა და მდგომარეობაა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება და პირველ რიგში, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ეხება ჯალა-თეას, რომელიც მინისტრია და რომელსაც გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს […] ძალიან მნიშვნელოვანია, ჯვრის მონასტერში რეაბილიტაცია სწრაფად ჩატარდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები შეჩერებული აქვს. შეუძლიათ, ერთი ხელის მოწერით, რამდენიმე წუთში აქ საქმიანობა დაიწყონ, რაც ჯვრის მონასტრის ნგრევის შეჩერებას უზრინველყოფს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ხელისუფლება არ აკეთებს. ამ შემთხვევაშიც, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად, ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენ თანამონაწილეობას”.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.