“უკრაინელებმა საშინელი რამ გამოიარეს და ყველაფრის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს დაუმორჩილებელი სული და თავისუფლების სიყვარული. მაშინ შიმშილით სურდათ ჩვენი განადგურება, ახლა – სიბნელითა და სიცივით. ჩვენ არ გავტყდებით. ჩვენში ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს”,
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ჰოლოდომორის” მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მიმართვა გაავრცელა.
“ჰოლოდომორის” მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. 1932-1933 წლებში სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ მასობრივ შიმშილს1932-1933 წლებში 2,2 მილიონი უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.