12-დღიანი ბლოკადა მარიუპოლზე – დაიღუპა 1582 მშვიდობიანი მოქალაქე

12-დღიანი ბლოკადისა და სისტემატური დაბომბვის შედეგად მარიუპოლში 1582 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი აკოფიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის შურისძიება მარიუპოლის მცხოვრებლებზე, რომლებმაც თავიანთი პროუკრაინული პოზიცია 2014 წლიდან აჩვენეს .

აკოფიანის თქმით, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მარიუპოლის ბლოკადას ნომერ პირველ პრობლემად აფასებს.

“აშკარაა, რომ მტრისთვის ქალაქს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ოკუპირებულ ყირიმამდე დერეფნის უზრუნველსაყოფად ოკუპირებული დონეცკის მხრიდან”,– აღნიშნავს შს მინისტრის მოადგილე.