12 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 507 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

12 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 264 665
  • გამოჯანმრთელებულია – 256 684
  • გარდაცვლილია –  3 336
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24 359, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, PCR ტესტით – 7 908
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,08%, ბოლო 14 დღის – 3,36%, ბოლო 7 დღის – 3%
  • კარანტინის რეჟიმში – 304
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 045
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 284