საზოგადოების სიძლიერე თაობათა ერთიანობაშია – დმანისის მხარდაჭერის სახლი, როგორც თაობათა თანამშრომლობის თანამედროვე მოდელი

spot_imgspot_img

საზოგადოების სიძლიერე თაობათა ერთიანობაშია – დმანისის მხარდაჭერის სახლი, როგორც თაობათა თანამშრომლობის თანამედროვე მოდელი

როდესაც საუბარია დემოგრაფიულ და სოციალურ გამოწვევებზე, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი რეგიონებში ხშირად ხანდაზმულები არიან. ხშირ შემთხვევაში ისინი ცხოვრობენ იზოლაციაში, შორეული სოფლების სიღრმეში, ხშირად მარტონი, ციფრული რეალობის მიღმა. ამ კონტექსტში „დმანისის მხარდაჭერის სახლი“ და პროქტი ,,თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“ გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს თაობათა შორის ურთიერთობის გარდაქმნა, ადამიანური რესურსების მობილიზება და სოლიდარობაზე დაფუძნებული სერვისების შექმნა. პროექტი CENN-ის მიერ, ევროკავშირის  მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ ფარგლებში განხორციედა. მისი ძირითადი მიზანია თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ხანდაზმულების, ისე ახალგაზრდების სოციალიზაციას, ცოდნისა და უნარების განვითარებას.

  • დმანისის მხარდაჭერის სახლი – სივრცე, სადაც ცხოვრება თავიდან იწყება

დმანისის მხარდაჭერის სახლი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: შინმოვლის სერვისი, რომელიც სოციალურად დაუცველ, მარტოხელა ხანდაზმულებს ემსახურება მათივე საცხოვრებელ გარემოში. გუნდი მოიცავს ექიმს, ექთანს, მომვლელსა და სოციალურ მუშაკს. მერე, ჯანსაღი დაბერების პროგრამა, რომელიც ოფისში ხორციელდება და დღის განმავლობაში ბენეფიციარებს სთავაზობს აქტივობების მრავალფეროვან სპექტრს: შემოქმედებითი შეხვედრები, დისკუსიები, თვითშემოქმედებითი ჯგუფები, ხელნაკეთობების მასტერკლასები, მუსიკალური გამოსვლები და სხვ. როგორც,ეკატერინე ოქრიაშვილი, ცენტრის მენეჯერი, აღნიშნავს, მათი მიდგომა დაფუძნებულია პატივისცემასა და თანასწორობაზე. აქტივობების დაგეგმვაში უშუალოდ არიან ჩართულნი ბენეფიციარები. ისინი ირჩევენ, რა უნდათ რომ აკეთონ – იქნება ეს თოჯინების თეატრი, მუსიკა, ლიტერატურული კლუბი თუ ექსკურსიები.“

  • „თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“ – ციფრული ჩართულობა და განათლების ახალი წერტილები

ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტია „თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“. პროგრამამ მიზნად დაისახა, შეემსუბუქებინა ის ციფრული ბარიერი, რომელიც ხშირად ხანდაზმულებს ყოფს თანამედროვე ცხოვრებიდან. პროგრამა მოიცავდა:კომპიუტერული უნარების სწავლებას; საბაზისო კოდინგის შესწავლას, ინგლისური ენის საფუძვლებს და სხვ. ამ ინიციატივამ საშუალება მისცა როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს, ემუშავათ ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან ესწავლათ და დაენერგათ ის უნარები, რომლებიც ორივე ჯგუფს პროფესიული და პირადი განვითარების გზაზე სჭირდება.

„ბავშვები ისეთ რამეებს გასწავლიან, რომ აქამდე ვერც იფიქრებდი… მათთან ურთიერთობა ჩემთვის ახალი თავგადასავალია,“ — გვიყვება 73 წლის ნანა მიქვიანი, ყოფილი პედაგოგი და ცენტრის ბენეფიციარი.

ნანა მიქვიანი ერთერთია იმ 70-მდე ბენეფიციარიდან, რომლის ცხოვრებაც ,,დმანისის მხარდაჭერის სახლმა“ მნიშვნელოვნად შეცვალა.თოჯინების თეატრის გამოცდილება განსაკუთრებით ამაღელვებელია მისთვის. ყოფილი პედაგოგი ადგილზე მოსწავლეებს სკოლისთვის საშინაო დავალების მომზადებაშიც ეხმარება. მისთვის ახლგზრდებან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.

„ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაახლოებით 10 წელი შინ გამოვიკეტე. იმ პერიოდში შვილიშვილები მყავდა პატარები და მთელი ჩემი ყურადღება მათზე გადამქონდა, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ურთიერთობები და საზოგადოება ძალიან მენატრებოდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე დმანისის მხარდაჭერის სახლი. ეს ადგილი ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა — ყველა ხანდაზმულს ვუსურვებ, მსგავს სივრცეში მოხვდეს.

ამ დროის განმავლობაში ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა — დღეები გამიხალისდა, მეტი მოტივაცია გამიჩნდა. განსაკუთრებით მიყვარს პოეზია და მუსიკა. ცენტრში ვმღერი და აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებული აქტივობაა თოჯინების თეატრი. ჩვენ, ხანდაზმულებმა, თავად შევქმენით სპექტაკლები და ბევრი ადგილის მონახულება მოვახერხეთ. გენახათ იმ ბავშვების ბედნიერი სახეები, ვინც ჩვენ სპექტაკლებს ესწრებოდა! ყველაფერს ცოცხლად ვაკეთებდით — ვმღეროდით, ტექსტებს ვამბობდით… ეს იყო ჩვენი სულიერი განტვირთვა და მათთვის — სიხარულის მომტანი შანსი.

ასევე აქტიურად ვეხმარები ბავშვებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან — სასწავლო დავალებების შესრულებაში ვუწყობ ხელს. ამ ურთიერთობაში მეც ბევრს ვსწავლობ.“

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ინიციატივა, რაც ცენტრში ბენეფიციარების სურვილით დაიბადა, იყო მუსიკალური ჯგუფის შექმნა. ხანდაზმულებმა ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ერთად გადაწყვიტეს შეექმნათ ჯგუფი, რომელიც შეასრულებდა როგორც ფოლკლორულ, ასევე მათსავე შექმნილ მუსიკალურ კომპოზიციებს. ამ იდეამ არა მხოლოდ გააძლიერა მათი სოციალური ჩართულობა, არამედ ცენტრში შექმნა ერთობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სივრცე.

  • „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ — დმანისის დღის ცენტრი ბავშვებისთვის

დმანისში მოქმედი ინიციატივები მხოლოდ ხანდაზმულებს არ ეხება. ფოკუსში არიან ბავშვებიც. ევროკავშირის მხარდაჭერით, დმანისში დაფუძნდა დღის ცენტრი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში ბავშვებს განვითარებისა და განათლების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ცენტრი მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემულ სივრცეში განთავსდა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტდა. შეძენილ იქნა ინვენტარი, და გადამზადდა პერსონალი — ფსიქოლოგები, თერაპევტები, პედაგოგები ბავშვებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.

„ფონდის დაფინანსებით, ჩვენს ორგანიზაციას საშუალება მიეცა ჩაეტარებინა მცირე მასშტაბის კვლევა დმანისის თემში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით და დაედგინა, რა საჭიროებები ჰქონდათ ამ ოჯახებს. კვლევამ ცხადყო, რომ ოჯახების უმრავლესობა დღის ცენტრის არსებობას მუნიციპალიტეტშივე აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. ამ ბავშვებისთვის, რომლებიც მთელი დღე საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში ცხოვრობდნენ, დღის ცენტრის პროგრამა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა — მან მისცა მათ სივრცე სოციალიზაციისა და განვითარებისათვის. ევროკავშირის როლი ამ პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული იყო. სწორედ მათი მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი ისეთი ინიციატივის განხორციელება, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წვდომა როგორც საგანმანათლებლო, ისე განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე.“- ამბობს ა/ო ,,ბავშვი ოჯახი საზოგადოებას“ თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილი.

  • თეთრიწყაროს ადრეული განვითარების ცენტრი —ბავშვების მხარდაჭერა პირველივე წლებში

ამავე პროექტის ფარგლებში მალე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრიც დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც 0-7 წლის ასაკის ბავშვების ჰარმონიულ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას მოემსახურება. ცენტრი ხელს შეუწყობს სკრინინგზე წვდომას, ქცევით ანალიზს, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებსა და აღზრდის პროცესში ჩართულპერსონალის გადამზადებას.

,,პროექტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შევძელით, იყო ის, რომ მოვაწყვეთ შესაბამისი სივრცე როგორც ადმინისტრაციის, ისე ბავშვებისთვის — სივრცე, რომელიც ხელს უწყობს იმ უნარების განვითარებას, რაც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს სჭირდებათ. ასევე გადავამზადეთ სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებული ბავშვების გარკვეული რაოდენობის თბილისში ან მეზობელ მუნიციპალიტეტებში გადამისამართება ხდება, რაც ხშირად დაკავშირებულია დამატებით ხარჯებსა და სხვადასხვა შეფერხებასთან. ეს განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როცა რეგიონში სოციალური მდგომარეობა ისედაც რთულია. ამბობს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი.

შექმნილი სივრცისა და გადამზადებული სპეციალისტების წყალობით, ბავშვებს ნებათშესაძლებლობა, საჭირო მხარდაჭერა ადგილზევე მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ: მშობლებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე გადაადგილება და დაკავშირებული ხარჯების გაწევა; ბავშვები მიიღებენ სტაბილურ, რეგულარულ და ხარისხიან მომსახურებას საკუთარ თემში;

სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, CENN-მა,ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა მათ შორის: ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხისგაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომბის გაზრდის გზით და ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკურიგაძლიერება:

  • პროექტი დასრულდა, მაგრამ საქმე გრძელდება

 

2022 წლიდან დაწყებული ევროკავშირის მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტი, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა, დასასრულს უახლოვდება. თუმცა, როგორც პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე ხაზგასმით აღნიშნავს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დაწყებული საქმი დასრულებას.

,,პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და სამი ძირითადი მიმართულება აქვს: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განვითარება და თანამშრომლობითი მექანიზმების შექმნა, ასევე — სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ქვეგრანტების გზით.

ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციები ძირითადად მუშაობდნენ როგორც ახალი სერვისების შექმნაზე, ისე არსებული სერვისების გაძლიერებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ის არის, რომ ადგილებზე გაჩნდნენ სერვისების მიმწოდებლები — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მუნიციპალიტეტებისთვის. აქამდე ადამიანებს ხშირად უწევდათ ამ სერვისების მისაღებად დიდ ქალაქებში წასვლა, რაც მათ დამატებით ბარიერებს უქმნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, ჩვენ ვთანამშრომლობდით ორგანიზაციებთან, რომლებსაც უკვე აქვთ მუშაობის გამოცდილება და სერვისების მიწოდების მდგრადი მექანიზმები. ევროკავშირის მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, გამზადებული და რეალურად მოქმედი სერვისები გადაგვეცა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი გააგრძელებენ ამ საქმიანობას.“ ამბობს CENN-ის პროექტის მენეჯერინინო თევზაძე.

ქვემო ქართლის მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობით სოციალური სერვისების გაუმჯობესება: თაობათა დაკავშირება, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ეს ის გზაა, რომელიც ყველასთვის ღირსეულ ცხოვრებას ქმნის.

ავტორი: საბა ბედინეიშვილი

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო,...

“პენელოპას მე უფრო შევესაბამები“–მიხეილ სააკაშვილი მანდელას შემდეგ თავს ოდისევსს ადარებს

მიხელ სააკაშვილი ფეისბუქ სტატუსით პასუხობს იმ რეაქციას, რაც მოჰყვა...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის...
spot_img

ყველა ამბავი

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მასპინძელმა, სერბეთის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, თურქეთი სავაჭრო გემების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შაბათს, 8...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...