აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს – გია ვოლსკი

ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა, შემდეგ აღარ, აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ რაღაც პერიოდი დადგა, როდესაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იმ ადგილას ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა, სადაც მუშაობდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საქართველოში, მსოფლიოში პროცესები მიმდინარეობს და ჩვენმა ოპონენტებმა ამის პარალელური სამყარო შეიქმნეს – თავად აკეთებენ დასკვნებს, თავად ხსნიან, ნიშნავენ და ა.შ. თუ რაღაც პოზიციასთან დაკავშირებით, მათ ნათქვამს მოსაზრებები და პროცესები დაემთხვა, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათი ნათქვამიდან გამომდინარეობს და ასე არ არის. ოთარ ფარცხალაძე დანაშაულში მხილებულია, რაც ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ, რადგან მათ უნდათ, მუდმივად ისაუბრონ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა, ის არის ხიდი პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ა.შ. მათი არგუმენტები ერთი შეხედვით ნულდება. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.