“აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა” – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აჯამებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა.
“კომისარმა გაითვალისწინა 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების და უცნობი ნიღბიანი პირების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის არარსებობას, საჯარო დემონსტრაციების დროს.
კომისარი, მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ყველა სამართალდამცავ თანამშრომელს მოსთხოვს თვალსაჩინო ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ არცერთი სამართალდამცავი ორგანო არ წარდგა პასუხისმგებლობის წინაშე 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისთვის.
შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ.
მან ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა 2020 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ და მოუწოდებს მათ, რომ ეს სახელმძღვანელოები გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის.
გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების უფლებებზე მოქმედი სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებ კომისარი აღნიშნავს ამ კანონების კუმულატიურ გავლენას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ კიდევ უფრო შემზღუდავი ზომები მიიღო.
ხელისუფლებასთან შეხვედრებზე კომისარმა შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის შემაშფოთებელ ეფექტთან დაკავშირებით, ასევე ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ უცხოური დაფინანსების მიღებისა და/ან დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟში სავარაუდო მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
კომისრის მიერ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური შენიშვნები მომავალშიც იქნება წარმოდგენილი”, – ნათქვამია ანგარიშში.















